კანონმდებლობა

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N669
2005 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი
 
მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე (30.12.2009 N 910)
 
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1.  (30.12.2009 N 910)
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა (დანართი N1).
მუხლი 2. (30.12.2009 N 910)
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი (დანართი N2).
მუხლი 3. (30.12.2009 N 910)
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი N3).

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
                                                                                            ა. ალექსიშვილი
 
                                                                                             (დანართი N1)
 
მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა (30.12.2009 N 910)
 
1. ამ ნუსხით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. (30.12.2009 N 910)
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი ბლანკები და დოკუმენტები: (5.01.2006 N13)
ა) ვიზა (გარდა ელექტრონული ვიზისა);  (8.09.2014 N 268)
ბ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
გ) ლტოლვილთა მოწმობა;
გ1) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი; (30.2008 N 821)
გ2) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი; (5.09.2011 N 466)
დ)  ამოღებულია(15.03.2006 N196)
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა); (2.09.2010 N 697)
ვ) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა); (2.09.2010 N 697)
ზ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა სერტიფიკატი; (2.09.2010 N 697)
თ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა); (2.09.2010 N 697)
ი) ამოღებულია (2.09.2010 N 697)
კ)  ამოღებულია (2.09.2010 N 697)
ლ)  ამოღებულია (2.09.2010 N 697)
ლ1) რეზიდენტობის ცნობა; (28.05.2010 N428)
მ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი; (23.06.2010 N 497)
ნ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ო) ამოღებულია (17.03.2006 N218)
პ) ამოღებულია (17.03.2006 N218)
ჟ) ამოღებულია (31.12.2010 N 998)
რ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ს) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ტ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
უ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ფ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ქ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ღ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ყ)  ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ყ1) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა); (6.10.2010 N 769)
ყ2) ამოღებულია (31.12.2010 N 998)
შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები (გარდა ელექტრონული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7, 27-ე-274, 29-ე-31-ე, 43-ე და 49-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის სახეებისა); (30.98.2014 N 290 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან)
ჩ) ამოღებულია (2.04.2014 N 104)
ც) ამოღებულია (2.04.2014 N 104)
ძ) ამოღებულია (2.04.2014 N 104)
წ) ამოღებულია (2.04.2014 N 104)
ჭ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; (2.04.2014 N 104).
ხ) ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჯ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, ქ.თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა); (18.07.20112 N 262)
ჰ) დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული დაბადების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.ა) მამობის დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული მამობის დადგენის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.ბ) ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული ქორწინების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.გ) განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული განქორწინების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.დ) შვილად აყვანის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული შვილად აყვანის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.ე) გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული გარდაცვალების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.ვ) სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა); (3.09.2012 N 374 ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან)
ჰ.ზ) პასპორტი;
ჰ.თ) პირადობის მოწმობა;
ჰ.თ1) საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა; (9.02.2010 N72)
ჰ.თ2) პირადობის ნეიტრალური მოწმობა (ქართულ-აფხაზურენოვანი);(28.09.2011 N 512)
ჰ.თ3) პირადობის ნეიტრალური მოწმობა (ქართულ-ოსურენოვანი);(28.09.2011 N 512)
ჰ.თ4) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა; (6.07.2012 N 224)
ჰ.ი) ამოღებულია (7.03.2014 N 70)
ჰ.ი1) საქართველოში მუდვივად მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა; (17.07.2008 N 608)
ჰ.ი2) საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა; (17.07.2008 N 608)
ჰ.კ) სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოწმობა;
ჰ.ლ) ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო
მოწმობის დანართის  ფორმები;
ჰ.მ) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ჰ.მ1) სახელმწიფო სერტიფიკატი; (27.05.2008 N457)
ჰ.მ2) მოწმობა (დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი, ერთიანი რეზიდენტურის და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის)); (30.03.2009 N 196)
ჰ.მ3) სუბსპეციალობის მოწმობა (სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების); (30.03.2009 N 196)
ჰ.მ4) სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა; (30.03.2009 N 196)
ჰ.მ5) რეგისტრაცია-აღნუსხვის მოწმობა; (30.03.2009 N 196)
ჰ.მ6  ამოღებულია  (2.08.2012 N 307)
ჰ.ნ) ნასამართლეობის ან ძებნის ბლანკი;
ჰ.ო) ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ჰ.პ) ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა და მათში დაშავებული
პირთა შესახებ;
ჰ.ჟ) ადმინისტრაციული დაკავების ოქმი;
ჰ.რ) პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი;
ჰ.ს) ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმი;
ჰ.ტ) მძღოლის მოწმობის პლასტიკური ყდა;
ჰ.უ) მძღოლის მოწმობის ბლანკი;
ჰ.ფ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის პლასტიკური ყდა;
ჰ.ქ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ბლანკი;
ჰ.ქ1) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; (29.01.2009 N 35)
ჰ.ღ) ამოღებულია (5.12.2007 N 1268)
ჰ.ყ) საბანკო ლიცენზია;
ჰ.შ) საბანკო ფილიალის გახსნის შესახებ თანხმობა;
ჰ.ჩ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე (საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცველი პუნქტები) გასაცემი სალიცენზიო მოწმობა;
ჰ.ც) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ძ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.წ) ამოღებულია (5.03.2010 N 156)
ჰ.ჭ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ხ) ამოღებულია (17.09/2009 N 598)
ჰ.ჯ) ამოღებულია (17.09/2009 N 598)
ჰ.ჰ) საფულე ჩეკი;
ჰ.ჰ.ა) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.ბ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.გ) ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.დ) ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ე) ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ვ)  ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ზ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.თ)  ამოღებულია (7.02.2013 N 40)
ჰ.ჰ.ი) ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.კ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი, პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული დიპლომი, სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი; (27.03.2012 N 96)
ჰ.ჰ.კ1) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის დუბლიკატი; (27.03.2012 N 96)
ჰ.ჰ.კ2) ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა; (6.07.2012 N 224)
 ჰ.ჰ.ლ) სამგზავრო ავიაბილეთები;
ჰ.ჰ.მ) საბარგო ქვითარები (ავიაგადაზიდვისთვის);
ჰ.ჰ.ნ) სტფ-2 საქალაქთაშორისო სატელეფონო სატელეფონო საუბრის ტალონი;
ჰ.ჰ.ო) სტფ-3 ტალონის ბარათი;
ჰ.ჰ.პ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.ჟ) სტფ-5 შეკვეთა - კატეგორია შეღავათიანი ტარიფი;
ჰ.ჰ.რ) ფორმა N5 შეკვეთა;
ჰ.ჰ.ს) სტფ-7 ტრანზიტი;
ჰ.ჰ.ტ) ამოღებულია  (2.08.2012 N 307)
ჰ.ჰ.უ) ამოღებულია  (2.08.2012 N 307)
ჰ.ჰ.ფ) ამოღებულია  (2.08.2012 N 307)
ჰ.ჰ.ქ) ამოღებულია (6.04.2011 N 199)
ჰ.ჰ.ღ) ამოღებულია (6.04.2011 N 199)
ჰ.ჰ.ყ) ავტოპარკირების ქვითარი;; (5.06.2006 N568)
ჰ.ჰ.შ) ლატარიის ბილეთები (გარდა ლატარიის სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართვის შემთხვევაში გამოყენებული ბილეთებისა); (6.07.2010 N 554)
 
ჰ.ჰ.ჩ)
 ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ც)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ძ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.წ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჭ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ხ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჯ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ა)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ბ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.გ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.დ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ე)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ვ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ზ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.თ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ი)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.კ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ლ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.მ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ნ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ო)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.პ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ჟ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.რ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ს)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ტ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ)
________
ჰ.ჰ.ჰ.უ1
 
ჰ.ჰ.ჰ.უ2 
ამოღებულია (27.11.2012N 494)
____________________________________________________________
შპს „ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის“ სამგზავრო დოკუმენტი. (6.04.2011 N 199)
 
 ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ3)  სს „საქართველოს რკინიგზის“ ღია ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27დს); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ4)  სს „საქართველოს რკინიგზის“ მუქი ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27დტ); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ5)   სს „საქართველოს რკინიგზის“ ცარიელი ვაგონების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27სპ); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ6)   სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი (გუ-29); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ7)   სს „საქართველოს რკინიგზის“ საგზაო უწყისი მარშრუტზე ან ვაგონთა ჯგუფზე (გუ-29ბ); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ8)   სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული ქვითარი (გუ-57); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ9)  სს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო პარკის ვაგონების გარბენაზე საგზაო უწყისი (მგ№12-ვგ); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ10)  სს „საქართველოს რკინიგზის“ საბარგო ქვითარი (მგ№12-ბ); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ11)  სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბარგის ქვითარი (მგ№12-ტბ);
ჰ.ჰ.ჰ.უ12)  სს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული აქტი (კა);(27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ13) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 11); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ14) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო კომბინირებული დოკუმენტი (შიფრი 12); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ15) სს „საქართველოს რკინიგზის“ შეღავათიანი სამგზავრო 50% დოკუმენტი (შიფრი 21); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ16) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 301); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ17) სს „საქართველოს რკინიგზის“ ავტომატიზებული სისტემის სამგზავრო დოკუმენტი; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ18) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტი; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ19) სს „საქართველოს რკინიგზის“ მოწმობა; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ20) სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის მუყაოს სამგზავრო დოკუმენტი; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ21) სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის ბლანკის სამგზავრო დოკუმენტი; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ22) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო რკინიგზის მგზავრობის საბუთი; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ23) სს „საქართველოს რკინიგზის“ ქვითარი (გუ-57ა); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ24) სს „საქართველოს რკინიგზის“ მივლინების მოწმობა (ფორმა №12); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ25) სს „საქართველოს რკინიგზის“ გადასაგზავნი უწყისი (გუ-33); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ26) სს „საქართველოს რკინიგზის“ მცირე სიჩქარის ზედდებული (სმგს);(27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ27) სს „საქართველოს რკინიგზის“ საშვი (გუ-43); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ28)  სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (გუ-45); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ29)  სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო ფორმის აქტი (გუ-23); (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.უ30) სს „საქართველოს რკინიგზის“ ერთჯერადი სამგზავრო ტალონი; (7.02.2013 N 40)
ჰ.ჰ.ჰ.ფ)
 ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ქ)
ამოღებულია (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ღ)
საშეშემერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი; (15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ყ)
ამოღებულია (7.03.2014 N 70)
ჰ.ჰ.ჰ.შ)
ამოღებულია (7.03.2014 N 70)
ჰ.ჰ.ჰ.ჩ)
“ჯორჯიან ეარვეისის” სხვადასხვა მოსაკრებლის ქვითარი; (15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ც)
“ჯორჯიან ეარვეისის” ზენორმატიული ბარგის  ქვითარი; (15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ძ)
ამოღებულია (2.05.2014  N 157)
ჰ.ჰ.ჰ.წ)
ამოღებულია (2.05.2014  N 157)
ჰ.ჰ.ჰ.ჭ)
ამოღებულია (2.05.2014  N 157)
ჰ.ჰ.ჰ.ხ)
ამოღებულია (2.05.2014  N 157)
ჰ.ჰ.ჰ.ჯ)
ამოღებულია (2.05.2014  N 157)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ)
შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 1 (მიღებული საფოსტო ამანათების, ფასგამოცხადებული, შეკვეთილი წერილებისა და ბანდეროლების ჩასაწერად (20 და 50 ქვითრიანი))(15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ა)
შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 2 (სხვადასხვა სახის მომსახურების ჩასაწერად (20 და 50 ქვითრიანი))
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ბ)
შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 3 (ელ.ენერგიის, წყლის, გაზის და სხვა გადასახადებისათვის (20 და 100 ქვითრიანი)) (15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.გ)
შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 4 (რეალიზებული საფოსტო ნიშნების ჩასაწერად (20 ქვითრიანი))(15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.დ)
შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 5 (მიღებული ფულადი გზავნილების ჩასაწერად (4 და 20 ქვითრიანი)) (15.03.2006 N196)
                     
    ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიწერილობა.  (5.06.2006 N568)
           
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ვ)
ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ზ)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ზ1
ამოღებულია (23.10.2013 N 357)
აკრედიტაციის მოწმობა; (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.თ)
“საქავიასერვისის” სხვადასხვა მოსაკრებლის ორდერი; (9.10.2006 N 1236)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ი)
ამოღებულია (27.12.2013 N 434)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.კ)
შპს “კინოსტუდია აისის” ბილეთები. (9.10.2006 N 1236)
   ჰ.ჰ.ჰ.ჰ.კ1 )  ააიპ ,,ახალციხის ციხის“ კომპლექსში შესასვლელი გასაყიდი ბილეთი; (13.08.2012 N 334)
 
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ლ)
 
 
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.1)
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” აქტი _ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ; (25.12.2006 N1824)
 
„შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) აქტი; (27.11.2012N 494)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.მ)
სს სადაზღვევო კომპანია “გეოპოლისის” სალაროს შემოსავლის ორდერი”.  (25.12.2006 N1824)
           
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ნ) ამოღებულია (8.02.2007 N101)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ო) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
 ჰ.ჰ.ჰ.ჰ.პ) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ჟ)  ამოღებულია (2.04.2014 N 104)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.რ)  ამოღებულია (2.04.2014 N 104)
  ჰ.ჰ.ჰ.ჰ.რ1) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ავტობუსის სამგზავრო მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი; (27.04.2011 N 252)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.რ2) შპს ფირმა „ჭალა-საყდრის“ ავტოსამგზავრო ბილეთი; (15.07.2011 N 398)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ს) ამოღებულია (11.03.2011 N 134)
            ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ტ) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.უ) ამოღებულია (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.უ1) ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტური (ფიზიკური პირის სახელით); (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.უ2) ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტური (ფიზიკური პირის სასარგებლოდ); (23.10.2013 N 357)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ფ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიში. (8.01.2008 N 6)
            ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ქ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. (4.02.2011 N 47)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ღ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა. (2.04.2014 N 104)

3. სამართალსუბიექტებს უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში _ სააგენტო) რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის. სააგენტოს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში. (30.12.2009 N 910)
31. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანა და ნუსხიდან ამოღება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე. (30.12.2009 N 910)
4. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის განცხადებას (წერილს) ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის თაობაზე, გარდა ამავე ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის” (დანართი N 2) მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს წერილობითი დასაბუთება, კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს:
   ა) სათანადო არგუმეტაციას, თუ რატომ ვერ გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი საკონტროლო-სალარო აპარატს;
   ბ) შესაბამის დასაბუთებას, თუ რატომ უნდა იქნას წარმოდგენილი ნიმუში მიკუთვნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე. (15.03.2006 N196)
 
                                                                                                დანართი №2

 
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი (30.12.2009 N 910)
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სააგენტო.
2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).(12.06.2013 N 191)
3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. (12.06.2013 N 191)
     
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები (21.12.2010 N 939)
1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ წერილობითი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდზე შესრულებული ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.
2. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.
3. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:
ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად; (27.03.2012 N 96)
გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველ კომისიას.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მათ შორის, შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და, შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდება).
5. სააგენტო წერილობით (შესაძლებელია ელექტრონული გზით) აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
6. სააგენტოში წარმოდგენილ და სააგენტოს მიერ გაცემულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.
           
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმას ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ (მათ შორის – ელექტრონული ფორმით წარმოებულ) ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: (21.12.2010 N 939)
ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;
ბ) ფორმის დასახელება;
გ) სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) ფორმის კატეგორია;
ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;
ზ) სამართალსუბიექტის დასახელება;
თ) შენიშვნა.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად.
4. სააგენტოში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - ,,სფს".
 
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია (21.12.2010 N 939)
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხიდან ამოღება;
ბ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა (ხელახალი რეგისტრაცია);
გ) სხვა გარემოებების წარმოშობისას მიღებული გადაწყვეტილება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრციის გაუქმების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამართალსუბიექტი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
4. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას.
 
                                                                          დანართი N 3 (30.12.2009 N 910)
 
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა
 
რიგითი     ფორმის      რეგისტრაციის  რეგისტრაციის    ფორმის       ოქმის          სამართალ           შენიშვნა
 N        დასახელება       ნომ.             თარ.       კატეგორია     ნომ.      უბიექტის რეკვიზიტები
 1           2             3             4           5          6              7                8

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.