კანონმდებლობა

 

ვებგვერდი, 08/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016839
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №408
2015 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების
შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11
ივნისის №386 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება”.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების
დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523
ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი თაბუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც “საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, დაფუძნებულია
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11
ივნისის №386 დადგენილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული გარკვეული
ქონებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსაკარგავად
გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის
ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების
მიზნით, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის
ხელშეწყობის, ასევე, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის,
დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა
მართვისათვის.
2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს
კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში– სამინისტრო).
4. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით,
დაწესებულების სახით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
5. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გენერალური
დირექტორი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო
ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის
გამოსახულებით და სამსახურის დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები, ბლანკი და
იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტოს ბეჭდებზე,
ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე და საქმიან
ურთიერთობებში შესაძლებელია შემოკლებული დასახელების – „საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ – გამოყენება.
7. სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: „www. service.gov.ge”.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №4.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა,
შეფასება, განკარგვა (რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განაწილება,
განადგურება) და/ან განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში
არსებული პრობლემების მოწესრიგება;
ბ) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის
სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,
სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა,
შეფასება, განკარგვა (პრივატიზება, განაწილება, განადგურება) და/ან განკარგვის
ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების,
შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა;
დ) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის
ხელშეწყობა დადგენილი ფორმებით, მათ შორის ელექტრონული აუქციონების
ვებგვერდის „www. eauction.ge” -ს საშუალებით.
2. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული
სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული)
მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში
მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული
მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო
მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, აგრეთვე, სახელმწიფო
ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული
და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის გადაცემული მოძრავი
ქონების (შემდგომში – ქონების) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას;
ბ) ადგენს ქონების სპეციალურ ელექტრონულ რეესტრს;
გ) ორგანიზებას უწევს ქონების რეალიზაციის/პრივატიზებისა და ლიზინგის
ფორმით გადაცემის პროცესს;
დ) ითანხმებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ანიჭებს მათ რეგისტრაციის ნომერს ან
უარს აცხადებს მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭებაზე;
ე) ითანხმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების
დამზადების საკითხს, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და
რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ
საწარმოებში;
ვ) ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს და სამინისტროში წარადგენს სააგენტოს
საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს, მათ შორის
წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში ცვლილების განხორციელების
თაობაზე;
თ) სამინისტროში წარადგენს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში
ცვლილებების განხორციელების თაობაზე;
ი) ახორციელებს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების
განკარგვის ხელშეწყობას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
3. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
საქმიანობის განხორციელებისას, მომსახურების გაწევის წესი, მომსახურების სახეები და
საფასურის ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
განახორციელოს სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება
სააგენტოს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და ატარებს დამხმარე ხასიათს.
5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე,
დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს “მეწარმეთა შესახებ”
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიული პირის სტატუსის მქონე
საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული
შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების
განხორციელებისათვის.
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს გენერალური დირექტორი (შემდგომში –
დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გათავისუფლებისას;
გ) გარდაცვალებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლისას;
ე) მისი უგზოუკვლოდ დაკარგვის ან ქმედუუნაროდ აღიარების დღიდან.
3. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.
4. დირექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, დირექტორის
წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს
განსაზღვრავს დირექტორი.
6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი
პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მისი
ერთ-ერთი მოადგილე, დირექტორის გადაწყვეტილებით.
მუხლი 4. გენერალური დირექტორი
1. დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და
პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა
შესაბამისად წარმართვაზე, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვასა და ფულადი
სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
2. დირექტორი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს ან უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე
მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების
შესრულებას, აწესრიგებს სააგენტოს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და სხვა სამართლებრივი
აქტების შესრულებაზე;
დ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს
საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, ამტკიცებს მათი
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული პირებისა;
ვ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს და ამტკიცებს სამინისტროსთან
შეთანხმებულ სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
ზ) ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებულ სააგენტოს საშტატო განრიგს,
ხელფასის ფონდს და ხარჯთაღრიცხვას;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს თანამშრომელთა მატერიალური
წახალისებისა და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ
შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
ი) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის, კონკურსისა და ატესტაციის
ჩატარების წესებს, სააგენტოს შინაგანაწესს;
კ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი,
რომლის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრთან შეთანხმებით;
ლ) მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ;
მ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული
ცალკეული უფლებამოსილებების, მათ შორის – ფინანსური საქმიანობის განხორციელების,
დოკუმენტაციაზე ხელმოწერის და წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში
ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება;
ნ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს
საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ო) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისების ფორმები
და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული
ქვედანაყოფებისა და რეგიონული სამმართველოების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან
სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახური;
ბ) ქონების შეფასების სამსახური;
გ) ქონების განკარგვის სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) სტრატეგიული განვითარების სამსახური;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური.
3. სააგენტოს რეგიონული სამმართველოებია:
ა) დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველო;
ბ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო.
მუხლი 6. ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახური
1. ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახური შედგება შემდეგი
განყოფილებებისგან:
ა) ქონების მიღებისა და აღრიცხვის განყოფილება;
ბ) სასაწყობო მეურნეობის განყოფილება.
2. ქონების მიღებისა და აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის წარმოება;
ბ) ქონების ადგილზე დათვალიერება, მიღება, საჭიროების შემთხვევაში
საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარება, ტრანსპორტირება, სასაწყობო მეურნეობისათვის
გადაცემა;
გ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
3. სასაწყობო მეურნეობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების საწყობში/საწყობებში მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის
გამართულობის უზრუნველყოფა;
გ) რეალიზებული/პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების
გაცემა;
დ) ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება
დადგენილი წესით;
ე) ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების
აღსრულება დადგენილი წესით;
ვ) საწყობებში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ზ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოქმედება არ
ვრცელდება ამ დებულების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებულ რეგიონული
სამმართველოების ფუნქციებზე.
მუხლი 7. ქონების შეფასების სამსახური
ქონების შეფასების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა;
ბ) ქონების რეალიზაციის/პრივატიზების, საწყისი სარეალიზაციო/ საპრივატიზებო
ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოსათვის ან სააგენტოსათვის განსაკარგავად
გადაცემამდე არსებული შეფასების, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნების გამოყენების
შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა საექსპერტო დაწესებულებისათვის
(ექსპერტისათვის) ან/და აუდიტორული კომპანიისთვის (აუდიტორისათვის) ქონების
ექსპერტიზისა და შეფასებისათვის მიმართვა;
დ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 8. ქონების განკარგვის სამსახური
1. ქონების განკარგვის სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) ქონების გაყიდვების განყოფილება;
ბ) სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილება.
2. ქონების გაყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების დადგენილი ფორმებით განკარგვის თაობაზე, სააგენტოს დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება
(გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების მართვის
განყოფილებისათვის გათვალისწინებული ფუნქციებისა);
ბ) ქონების რეალიზაციის/პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით განკარგვის
მიზნით, აუქციონების (საჯარო, ელექტრონული) გამოცხადების/ჩატარების
ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ფასდაკლებების გასახორციელებლად
სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
პროექტების მომზადება;
გ) ქონების გაყიდვების ხელშეწყობა;
დ) ქონების პოტენციური მყიდველების შესახებ საინფორმაციო ბაზების ფორმირება
და განახლება;
ე) ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ვ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
3. სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების სააგენტოს სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის)
საშუალებით რეალიზაციის/პრივატიზების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სავაჭრო ობიექტებში ქონების განაწილების/განთავსების ორგანიზება;
გ) სავაჭრო ობიექტების მეშვეობით ქონების რეალიზაციის/პრივატიზების თაობაზე
სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
პროექტების მომზადება და ფასდაკლებების განსახორციელებლად იდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სავაჭრო ობიექტებში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) სხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტების
ეფექტურ მუშაობას;
ვ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 9. ადმინისტრაციული სამსახური
1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
გ) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
დ) ლოჯისტიკის განყოფილება.
2. საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შედგენის, კორექტირების უზრუნველყოფა და
მისი შესრულების მონიტორინგი;
ბ) სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მომზადება ;
გ) დამტკიცებული საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების კვარტალური ანალიზი;
დ) ანგარიშის მომზადება წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ე) სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
ვ) სააგენტოს ფინანსური ანგარიშების მომზადება;
ზ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
3. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
ბ) სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და
არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
გ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე
ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;
დ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება;
ე) თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი
ანგარიშსწორება;
ვ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და
ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა;
ზ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
4. კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება,
დაწინაურება და სხვა) კოორდინაცია;
ბ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
გ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა,
ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
დ) თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების
შემუშავება/დანერგვა/განახლება;
ე) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული
საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, შრომითი დისციპლინის და
სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტების შემუშავება/ცვლილების შეტანა;
ზ) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება;
თ) სააგენტოს საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და
სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ი) სააგენტოს საარქივო საქმიანობის წარმართვა;
კ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
5. ლოჯისტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და
განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა
სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
გ) თანამშრომელთა უზრუნველყოფა საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო
ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით;
დ) შენობა-ნაგებობების, ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში
ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
ე) გათბობა-კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის
სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და
ორგანიზება;
ვ) ქონების ტრანსპორტირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
ზ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა,
ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში,
წინადადებების მომზადება ავტოპარკის განახლების მიზნით;
თ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვა;
ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის ორგანიზაციულ-ტექნიკური
უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების
ინვენტარიზაციის ორგანიზება;
ლ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 10. იურიდიული სამსახური
1. იურიდიული სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განყოფილება.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების
პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული
სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების
(მათ შორის, სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებული ხელშეკრულებების) სტანდარტული ნიმუშების/ფორმების მომზადება;
დ) სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი
ადმინისტრაციული საჩივრის/განცხადების განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა,
ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების
(ერთეულების) ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების
პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი, ასევე სხვა
დაწესებულებებიდან შემოსული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების
კომპეტენციის ფარგლებში განხილვა;
ზ) სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთო სასამართლოებში
შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე;
თ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების,
სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და მათთვის შესაბამისი მსვლელობის
მიცემა;
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
კ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათი რეგისტრაცია, შესაბამისი ნომრის
მინიჭება ან რეგისტრაციაზე უარის თქმა;
ბ) ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების
საკითხის დადგენილი წესით შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია
საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება;
დ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 11. სტრატეგიული განვითარების სამსახური
1. სტრატეგიული განვითარების სამსახური შემდგება შემდეგი
განყოფილებებისაგან:
ა) მომსახურების ხარისხის მართვისა და კომუნიკაციის განყოფილება;
ბ) ტექნოლოგიური განვითარების განყოფილება;
გ) მონაცემთა ბაზების სრულყოფისა და ანალიზის განყოფილება.
2. მომსახურების ხარისხის მართვისა და კომუნიკაციის განყოფილების ძირითადი
ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;
ბ) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის
ხელშეწყობა, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის “www. eauction.ge”-ს საშუალებით
და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმებით;
გ) სააგენტოს ცხელი ხაზის, მომხმარებელთა და ონლაინკონსულტაციის სერვისის
შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს მომსახურების ხარისხის კონტროლი; მომსახურების სფეროში
არსებული პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის
სტრატეგიის შემუშავება;
ე) მომხმარებელთა მოთხოვნილებების და მოლოდინების ანალიზი, მათი
დაკმაყოფილების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების ინიციირება და
განხორციელება;
ვ) სააგენტოს საქმიანობის, მომსახურებების ან/და სააგენტოს მიერ ორგანიზებული
პროექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და
საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება;
ზ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში კონსულტაციებისა და მომსახურების სისტემის
შექმნის, ცალკეული მომსახურების სრულყოფისა და ახალი მომსახურებების დანერგვის
თაობაზე წინადადებების მომზადება;
თ) სააგენტოს საქმიანობისა და განვითარების შესახებ საზოგადოებასთან ეფექტიანი
კომუნიკაცია და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების დროული
გაშუქება;
ი) სააგენტოს საიმიჯო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
კ) მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებთან კოორდინირებული მუშაობა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
ლ) სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა,
ვებგვერდის განახლება და მართვა;
მ) სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური
შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და
გავრცელება;
ნ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
3. ტექნოლოგიური განვითარების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის „www.eauction.ge“-ს ადმინისტრირება;
ბ) სააგენტოს ბიზნესპროცესებისა და პროცედურების აღწერა, მათი განვითარებისა
და ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება;
გ) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილებასთან ერთად, სააგენტოს შიდა
კომუნიკაციის პროცესის (ბიზნესპროცესის) დაგეგმვა და განხორციელების
უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამული პროდუქტების დანერგვა, შემუშავება და ტესტირება;
ე) ვებგვერდის მომხმარებელთა მომსახურების სახელმძღვანელო სტანდარტების
შემუშავება;
ვ) სააგენტოს ელექტრონულ სისტემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა,
აღმოფხვრა, მიზეზების ანალიზი და მის შედეგებზე შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა;
ზ) პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების და სერტიფიკატების შეძენის
თაობაზე წინადადებების მომზადება;
თ) პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის ტრენინგების საჭიროების
გამოვლენა და ჩატარება;
ი) კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის თანხლება და მოთხოვნების
შესაბამისად განვითარება;
კ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
4. მონაცემთა ბაზების სრულყოფისა და ანალიზის განყოფილების ძირითადი
ფუნქციებია:
ა) ქონების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზისა და ანგარიშების მომზადება
თითოეული განზომილებისა და განზომილებათა პარამეტრების კომბინაციის ჭრილში;
ბ) ქონების შესახებ არსებული ინფორმაციის ზოგადი ანალიზის მომზადება;
გ) ქონების შესახებ არსებული ინფორმაციის გრაფიკული ანალიზის მომზადება;
დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული სტატისტიკის
მომზადება და ანალიზი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი ანგარიშების მომზადება და
სტატისტიკური მონაცემების წარმოება, სხვადასხვა სამსახურების საჭიროების მიხედვით
რეპორტების აწყობა;
ვ) ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის „www.eauction.ge”-ს მომხმარებელთა
სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება;
ზ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 12. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მიერ შესაბამისი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და
საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტური განვითარება;
ბ) სააგენტოს სერვისების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და
სტიმულირება;
გ) სააგენტოს განვითარებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებასთან
დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება, მათთან ურთიერთობის
დამყარება და თანამშრომლობა;
დ) არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის
შენარჩუნება/გაღრმავება და შესაბამისი პროექტების დაგეგმვა;
ე) სხვადასხვა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რესურსების
მოზიდვა სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
ვ) ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით, წინადადებების მომზადება
სააგენტოს თანამშრომელთა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე გადამზადების
მიზნით;
ზ) სააგენტოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და ფონდების
მოძიება სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
თ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 13. დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველო
1. დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია
განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის,
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
2. დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების ადგილზე დათვალიერება, მიღება, საჭიროების შემთხვევაში
საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარება, ტრანსპორტირება, საწყობში განთავსება და შენახვა;
ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის
გამართულობის უზრუნველყოფა;
გ) რეალიზებული/პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით ან უსასყიდლოდ
გადასაცემი ქონების გაცემა;
დ) ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
ე) საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ვ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 14. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო
1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია
განისაზღვრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
საზღვრებით.
2. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქონების ადგილზე დათვალიერება, მიღება, საჭიროების შემთხვევაში
საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარება, ტრანსპორტირება, საწყობში განთავსება და შენახვა;
ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის
გამართულობის უზრუნველყოფა;
გ) რეალიზებული/პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით ან უსასყიდლოდ
გადასაცემი ქონების გაცემა;
დ) ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება
დადგენილი წესით.
ე) საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ვ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების
განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.
მუხლი 15. რეგიონული სამმართველოების სიმბოლიკა
რეგიონულ სამმართველოებს შესაძლებელია ჰქონდეთ სამმართველოს ბლანკი და
ბეჭედი; სამმართველოს ბლანკზე ხელმოწერასა და ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილი
პირები განისაზღვრება დირექტორის გადაწყვეტილებით.
მუხლი 16. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/რეგიონული
სამმართველოების ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/რეგიონულ სამმართველოებს
ხელმძღვანელობენ სამსახურის/რეგიონული სამმართველოს უფროსები, რომელთაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. სამსახურის/რეგიონული სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის/რეგიონული სამმართველოს
საქმიანობას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის/რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის/რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და
დისციპლინის დაცვაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამსახურში/რეგიონულ სამმართველოში
მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და
სისწორეზე;
ე) დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის/რეგიონული სამმართველოს
საქმიანობის შესახებ და პასუხისმგებელია სამსახურის/რეგიონული სამმართველოს
ეფექტიან საქმიანობაზე;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია სააგენტოს
დირექტორისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 17. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად,
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სააგენტოსათვის ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) ქონების რეალიზაციის/პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის
შედეგად ამონაგები თანხები, მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის
ფარგლებში;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული
შემოსავლები;
ე) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მომსახურების
საფასურიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 18. სააგენტოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება
1. სააგენტო ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე
კალენდარული წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.
3. ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე, სააგენტო სამინისტროს წარუდგენს
ფინანსურ ანგარიშებს.
4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული
დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.
მუხლი 19. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სამინისტროს
მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი
გადაწყვეტილება.
3. სააგენტოს სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) საგენტოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი
სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო
ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი
სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 20. დასკვნითი დებულებები
1. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
37%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.