კანონმდებლობა

 

ვებგვერდი, 12/06/2014
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017994
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №386
2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი

 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
 
მუხლი 1
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონებისა და „სახელმწიფო
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების
აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა
და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მკაცრი აღრიცხვის
ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების
განხორციელების კოორდინაციის უზრუნველსა-ყოფად, დაინტერესებული ფიზიკური და
იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო).

მუხლი 2
სააგენტო განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

მუხლი 3
სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც
ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 4
სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 5
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 ივნისიდან.
გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.