კანონმდებლობა

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N670
2005 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის
შექმნის შესახებ (30.12.2009 N 911)
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის, ,,საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004
წლის 21 მაისის N39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის
შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და
გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1. (30.12.2009 N 911)
1. შეიქმნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისია.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში
- სააგენტო) გენერალური დირექტორის მიერ.
მუხლი 2. (30.12.2009 N 911)
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის
თანდართული დებულება (დანართი N1).
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
(დანართი N1)
მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის დებულება (30.12.2009 N 911)
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი
კომისიის (შემდეგში _ კომისიის) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
(30.12.2009 N 911)
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ"
საქართველოს კანონის და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის კომპეტენცია
1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას, რეგისტრაციის
გაუქმებასა და ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების
განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე. (30.12.2009 N 911)
2. კომისია უფლებამოსილია განიხილოს და დასკვნა მიიღოს შემდეგ საკითხებზე“
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცაში გატარების ან რეგისტრაციაზე
უარის თქმის შესახებ; (15.03.2006 N197)
ბ) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილების შეტანის შესახებ;
დ) კონკრეტული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების რაოდენობისა და
სახეობის განსაზღვრისა და ფორმისათვის კატეგორიის მინიჭების შესახებ;
ე) დოკუმენტის ან ბლანკის მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის ან
ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის შესახებ;
ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
ზ) გამონაკლისის სახით მისცეს თანხმობა სამართალსუბიექტს რეგისტრირებულ
მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ახალი მკაცრი
აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის შემდეგ დაბეჭდილი და გამოუყენებელი მკაცრი
აღრიცხვის ძველი ფორმების გამოყენებაზე, მათ სრულ გახარჯვამდე. (12.03.2008 N 242)
3. კომისიას უფლება აქვს, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე,
კონსულტაციების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები.
4. ექსპერტის მოწვევის აუცილებლობას განსაზღვრავს კომისია.
5. დაუშვებელია კომისიის წევრზე ექსპერტის ფუნქციების დაკისრება.
6. კომისიას უფლება აქვს მკაცრი აღრიცხვის ფორმების განხილვისას, ფორმების
წარმომდგენ მხარეს მოსთხოვოს ფორმების დამზადებისა (დამცავი ნიშნების) და
გამოყენების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.
(30.12.2009 N 911)
7. კომისიას უფლება აქვს, ფორმების სრულყოფის მიზნით, არ დაეთანხმოს
განსახილველად წარმოდგენილ მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშს და მიიღოს
დასკვნა ფორმის რეკვიზიტების, დამცავი ნიშნების სახისა და რაოდენობის
(კატეგორიის) შესახებ ან თავად განსაზღვროს ისინი. (15.03.2006 N197)
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის შემადგენლობა
განისაზღვრება სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ _სამართლებრივი აქტით. (30.12.2009 N 911)
2. კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში _ მოადგილე) უძღვება
კომისიის სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას განიხილოს თუ არა კომისიამ
უშუალოდ სხდომაზე დასმული დამატებითი საკითხი, რომელიც არ არის შეტანილი
დღის წესრიგში. (9.10.2006 N1235)
3. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის
მოწვევას, დღის წესრიგის (განსახილველი მასალების) შემუშავებასა და სხდომის
ოქმის შედგენას.
4. კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა ხდება კომისიის
თავმჯდომარის წინადადებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ_სამართებრივი აქტით. (30.12.2009 N 911)
5. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება სააგენტოს გენერალური
დირექტორის მიერ. (30.12.2009 N 911)
მუხლი 4. კომისიის სხდომის მოწვევა და დასკვნის მიღების წესი (15.03.2006 N197)
1. კომისიის სხდომის მოწვევას, კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე
მასალების შემოსვლის შესაბამისად, უზრუნველყოფს კომისიის პასუხისმგებელი
მდივანი.
2. კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ სხდომას ესწრება კომისიის
წევრთა უბრალო უმრავლესობა.
3. კომისია ვალდებულია განიხილოს დღის წესრიგით გათვალისწინებული
ყველა საკითხი, აგრეთვე სხვა საკითხი, რომელიც სხდომის დაწყებამდე დამატებით
იქნება შემოტანილი კომისიის წევრის ან წევრთა ჯგუფის მიერ.
4. კომისია დასკვნას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
5. კომისიის სხდომის შედეგებზე ფორმდება კომისიის სხდომის ოქმი, რომელსაც
ხელმოწერით ადასტურებენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში _
მოადგილე) და პასუხისმგებელი მდივანი. კომისიის ოქმში შეიტანება დღის
წესრიგით გათვალისწინებული და დამატებით შემოსული ყველა საკითხი და მათი
განხილვის შედეგები. ოქმს დაერთვის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი
ყველა დოკუმენტის თითო ეგზემპლარი. (9.10.2006 N1235)
მუხლი 5. კომისიის წევრის უფლებამოვალეობანი
1. კომისიის წევრი მოვალეა აქტიური მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში.
2. კომისიის წევრს უფლება აქვს მიაწოდოს წინადადებები კომისიის
პასუხისმგებელ მდივანს სხდომის დღის წესრიგში შესატანად ან დამატებით
განსახილველად, დასვას კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხი უშუალოდ
კომისიის სხდომაზე.
მუხლი 6. კომისიის დასკვნის აღსრულება (30.12.2009 N 911)
კომისიის სხდომის ოქმი, კომისიის მიერ მიღებული დასკვნა აღსასრულებლად
(მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალში, სარეგისტრაციო
ჩანაწერის გაუქმება, კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესახებ ინფორმაციიის
შესაბამისი უწყებებისა და პირებისათვის მიწოდება) და კანონმდებლობით
დადგენილი წესით შესანახად, კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მიერ გადაეცემა
სააგენტოს შესაბამის სამსახურს.
გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
36%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.