2018 წლის I-III კვარტლების სტატისტიკური მონაცემები

01.11.2018
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს უნივერსალური პორტალი www.eAuction.ge მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.
მიმდინარე წელს სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ მომხმარებლებისათვის ინოვაციური და დღევანდელ რეალობაში ყველაზე პოპულარული სისტემის შეთავაზების მიზნით, წარმატებით განახორციელა ვებგვერდის მობილური აპლიკაციის გაშვება.
ელექტრონული აუქციონის www.eAuction.ge მობილური ვერსია განთავსებულია IOS-ისა და ANDROID მარკეტებში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ უფასოდ განახორციელონ EAUCTION.GE-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა. 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ჩამოტვირთების რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა.
2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ვებგვერდზე 91 619 მომხმარებელია რეგისტრირებული, საიდანაც 81 331 ფიზიკური, ხოლო 10 287 იურიდიული პირია.

poto1.png
 
2018 წლის I-III კვარტლების განმავლობაში ვებგვერდს 7327 პირი შემოუერთდა, საიდანაც  6398 ფიზიკური, ხოლო 929 იურიდიული პირია.

poto2.png
 
2018 წლის I-III კვარტლის განმავლობაში ვებგვერდზე საერთო ჯამში 58107 ლოტზე გამოცხადდა აუქციონი, მათ შორის სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ – 35 614 ლოტზე.

poto3.png
 
მზარდია დაინტერესებულ პირთა მომართვიანობა სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ ონლაინ და სატელეფონო სერვისების მიმართ. 2018 წლის I-III კვარტლების განმავლობაში სააგენტოს ცხელი ხაზის მხრიდან დაინტერესებულ პირებს 20 000-ზე მეტი სატელეფონო და 6000-ზე მეტი ონლაინ კონსულტაცია გაეწიათ.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ განაგრძობს თანამედროვე სერვისების დანერგვას და მაქსიმალურად ამარტივებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
გისურვებთ წარმატებას!
 


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
35%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.