eAuction.ge-ს მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია!

17.01.2018 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ მომხმარებლებისათვის ვებგვერდზე eauction.ge რეგისტრაციისა და ვაჭრობის პროცედურების გამარტივების, მათთვის ინოვაციური და დღევანდელ რეალობაში ყველაზე პოპულარული სისტემის შეთავაზების მიზნით, წარმატებით განახორციელა ვებგვერდის მობილური აპლიკაციის გაშვება.
 
ელექტრონული აუქციონის www.eauction.ge მობილური ვერსია განთავსებულია IOS-ისა და ANDROID მარკეტებში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ უფასოდ განახორციელონ EAUCTION.GE-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა და თავიანთ სმარტფონებში დაინსტალირება.
 
მობილურ აპლიკაციაში ადაპტირებულია ვებგვერდის ძირითადი მოდულები:

რეგისტრაცია/ავტორიზაცია/პაროლის აღდგენა;

გადახდა/ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება;

ლოტების ძიება/ფილტრაცია;
 
მობილურ აპლიკაციაში ვებგვერდის საგადახდო სისტემა მთლიანად ადაპტირებულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სასურველ დროსა და ადგილას შეუძლია გადაიხადოს ლოტის საგარანტიო და დარჩენილი ღირებულებები, ასევე, ივაჭროს სასურველ აუქციონზე სმარტფონის საშუალებით.
 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციაში ქონების რეალიზაციის (გაყიდვა) ფუნქციისა და ინტერნეტ მაღაზიის ადაპტირებაზე.
 
სსიპ ,,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ არ ღალატობს ტრადიციას და მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ და გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601
 
გისურვებთ წარმატებას!


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
35%
 
7%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.