eAuction.ge თქვენი საიმედო პარტნიორი!

14.03.2017 eAauction.ge სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს უნივერსალური ელექტრონული პორტალია, რომელიც მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვისა და შეძენის ყველაზე მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.
პორტალზე სარეალიზაციოდ შესაძლებელია განთავსდეს 100-ზე მეტი კატეგორიის ქონება, რომელსაც ყოველდღიურად 8000 პოტენციური შემსყიდველი სტუმრობს!
წლების განმავლობაში მომხმარებელთათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვებგვერდს არაერთი სერვისი დაემატა და დღეისათვის პორტალზე ხელმისაწვდომია:
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტ აუქციონის ფორმით (მათ შორის ,,Buy It Now” სერვისი);
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტ მაღაზიის ფორმით;
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების ყიდვა-გაყიდვა საჯარო აუქციონის ფორმით;
ონლაინ კონსულტაცია;
ცხელი ხაზის მომსახურება;
სარეკლამო მომსახურება;
ქონების განვადებით შეძენის შესაძლებლობა;
უსაფრთხო და ფართო საგადახდო სისტემა (პლასტიკური ბარათი, ნაღდი ანგარიშსწორება, ელ. საბანკო გარანტია, ელ. საბანკო გადარიცხვა);
eAuction.ge სადებეტო პლასტიკური ბარათი;
ვებგვერდით სარგებლობის შესახებ სახელმძღვანელოები                                 (იხ. ლინკი https://www.eauction.ge/).ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს ისარგებლოს მომსახურების ცენტრებით, ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში:
ქ. თბილისში, გულუას ქ. #4;
ქ. სამტრედია, აღმაშენებლის მე-6 ჩიხი, #1;
ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ.სსიპ ,,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურდა გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.
გისურვებთ წარმატებას!
 
 


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
36%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.