ელექტრონული განკარგულება eAuction.ge-ზე!

23.02.2018 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ვებგვერდ eAuction.ge-ს მომხმარებლებს კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა.
ამჯერად, დაინტერესებული პირებისათვის ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა. პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს. ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს. ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.
პროექტი ფინანსთა სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმატებული თანაშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601; 2 749649;


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
35%
 
7%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.