ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 10 წლის მიღწევები და სამომავლო გეგმები

19.05.2017 18 მაისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია: „ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 10 წლის მიღწევები და სამომავლო გეგმები“.
კონფერენციაზე განხილულ იქნა საჯარო ფინანსების მართვის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, სახაზინო სამსახურის რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო საკითხები, მაკროეკონომიკური პროგნოზირება, სახელმწიფო შიდა კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო აუდიტი, პარლამენტის ჩართულობა რეფორმაში და სხვა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, რომელმაც საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იქნა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით ფინანსური მხარდაჭერის სამომავლო გეგმები.
კონფერენციას, გარდა აღნიშნულ რეფორმაში ჩართული სამსახურებისა/ორგანიზაციებისა, ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლები - ლუკა ორიანი (ეკონომიკური მმართველობის ანალიტიკოსი) და რაფაელა ბორდონი (საერთაშორისო დახმარება).


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.