ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

28.12.2016

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ყველა დაქვემდებარებული უწყების - მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე, სახაზინო, საგამოძიებო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურებისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 800-მდე თანამშრომელმა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამშრომლებს საკუთარი ხედვები და მუშაობის მომავალი გეგმები გააცნო.
საუბარი შეეხო 2017-2020 წლების ფისკალურ პოლიტიკასა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე, რომლის მთავარი ამოცანა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

დღესვე ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და 60 მათგანს დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამ თანამშრომელს: ია გობეჯიშვილს, გიორგი ჩხაიძესა და ბეჟან შარაშიძეს.




































































 



გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
37%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.