ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20.04.2017 2017 წლის 20 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ  და ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს ბანკებთან თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს, ელექტრონული ანგარიშწორების დანერგვისა და განვითარების გზით, მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.