ღია კარის დღეები ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრებისათვის

19.07.2017 საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს ღია კარის დღეებს.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

ღია კარის დღეები უფასოა და გაიმართება 21, 24, 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10)

ღია კარის დღეების მიზანია, კომპანიების წარმომადგენლები - ფინანსური მენეჯერები, ბუღალტრები, სხვა დაინტერესებული პირები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რათა საქმიანობისას არ შეექმნათ სირთულეები.

ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება.

19 ივლისიდან, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე.  http://sms.dev.fas.ge/register


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.