ხეხილისა და ვაზის საძირე ნერგები ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ გამოვა

20.03.2017 21 მარტიდან სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ ხეხილისა (ვაშლი, მსხალი, ბალი) და ვაზის საძირე ნერგები იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ნერგები წარმოადგენს საუკეთესო თანამედროვე ჯიშებს, ფიტოსანიტარულად  სუფთა, უვირუსო  ნამყენებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპაქტური ზრდით,  მსხმოიარობის ადრეული დაწყებითა და მაღალპროდუქტიულობით.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ინფორმაციით, ამჟამად, სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შემდეგი ჯიშის ნერგები:
ვაშლი: აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი "რეინდერსი", გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა;
მსხალი: კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი;
ბალი: კოლტი-კორდია;
ვაზი საძირე ნერგი: 101-14mgt-  ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762  ბერლანდიერი რიპარია, richter100-   ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A  ბერლანდიერი რიპარია, 5 C  ბერლანდიერი რიპარია.აღნიშნული ნერგების ღირებულება მერყეობს 1 ცალი - 0.75 ლარიდან - 4 ლარამდე, ხოლო შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.eAuction.ge და მაღაზიაში ,,კალათა“ (მისამართი:  მცხეთის რაიონი, სოფელი ჯიღაურა).


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.