„მ-100“ მარკის მაზუთი ელექტრონული აუქციონით იყიდება

20.04.2017 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს  ,,მ-100’’ მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 აუქციონად. აუქციონების დაწყების თარიღია 2017 წლის 20 აპრილი, ხოლო დასრულების - 2017 წლის 4 მაისი.
პირი, რომელსაც სურს შეიძინოს აღნიშნული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შესაბამისი ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქონების შეძენისა და გატანის პროცედურები.
ქონება  განთავსებულია შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის’’ კუთვნილ #19, #21 და #23 მეტალის მიწისზედა რეზერვუარებში,  შემდეგ მისამართზე:  ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #2;
სარეალიზაციო ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან“ შეთანხმებით.
ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აუქციონებში, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სერვისცენტრის მომსახურებით, მისამართზე - ქ. თბილისი, გულუას ქ. #4.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 322 601 601


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
55%
 
35%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.