საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები გადაეცა

18.07.2017 საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები გადაეცა
 
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს იშვიათი სამუზეუმო ექსპონატები გადასცა.
 
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ცალი ხმალი, გერმანული დაშნა (მესამე რაიხის პერიოდი, 1933-1945წწ), ინდური ხმალი "ტალვარი" (XVIII საუკუნე) და რუსული ხმალი "შაშკა" (1940წ), ეროვნულ მუზეუმს, დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადაეცა.
ხსენებული ნივთები საინტერესოა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე   სამეცნიერო და  საექსპოზიციო მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ ინდური და გერმანული იარაღის ანალოგიური ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში აქამდე არ ყოფილა დაცული. წარმოდგენილი იარაღი კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდის კოლექციას. 
 
აღნიშნული ფაქტი მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. გასულ წლებში მომსახურების სააგენტომ ეროვნულ მუზეუმს ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილო ,,ბატკანი“ და აბრა ,,კახური ღვინო“, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, ხატები, ნუმიზმატიკური და ჰერალდიკური ხასიათის მატარებელი ექსპონატები უსასყიდლოდ გადასცა.
 
მომსახურების სააგენტო, შეძლებისდაგვარად განაგრძობს ეროვნული სამუზეუმო კოლექციების შესავსებად მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
37%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.