საქველმოქმედო აქცია მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

20.09.2017 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ თანამშრომლებმა მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად მორიგი საქველმოქმედო აქციის გამართვა დავგეგმეთ. 
ოჯახის პირადად დახმარების სურვილი სააგენტოს თითქმის ყველა თანამშრომელმა გამოთქვა. მცირე დროში, საკუთარი რესურსით, გარკვეული რაოდენობის საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის, საკვები პროდუქტებისა და სათამაშოების შეგროვება შევძელით და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში აბულაძეების მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაში უდედოდ იზრდება.
სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერება მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახის უფროსისა და ბავშვებისათვის. 
სასიხარულოა რომ საქველმოქმედო აქციას სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ,,ვენდისი“ შემოუერთდა. მათ ბავშვებს „ვენდისის“ რესტორანში უმასპინძლეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. 
მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს გათავისებული გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების დაუცველი წევრების მიმართ, ვცდილობთ მხარში დავუდგეთ მათ და განვაგრძოთ მსგავსი ტიპის აქციების განხორციელებას.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
38%
 
7%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.