ტერაბანკის ელექტრონული გადახდები www.eAuction.ge-ზე!

03.05.2017 ტერაბანკის ელექტრონული გადახდები www.eAuction.ge-ზე!

ვებგვერდის eAuction.ge-ს მომსახურების ოპერატიულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, მომხმარებლებისათვის თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებების შეთავაზების მიზნით, ვებგვერდის საგადახდო სისტემას კიდევ ერთი, სს ,,ტერაბანკი“ დაემატა.  www.eAuction.ge-ს მომხმარებლებს უკვე დღეიდან საშუალება აქვთ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. 
სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო”-მ სს ,,ტერაბანკთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 20 აპრილს   გააფორმა. 
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ განაგრძობს განვითარებას და მაქსიმალურად ამარტივებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
გისურვებთ წარმატებას!


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
36%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.