ვაშლისა და მსხლის ნერგების რეალიზაცია ელექტრონულ აუქციონზე

17.02.2017  
   სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მიმდინარე წლის თებერვლიდან ახორციელებს ვაშლისა და მსხლის საძირე ნერგების რეალიზაციას.

   ამჟამად, ელექტრონულ აუქციონზე წარმოდგენილია 481 ლოტი სხვადასხვა ჯიშის  ნერგი, როგორებიცაა:

   ვაშლი: სევე, როიალ გალა, ბრაბერნი, რაიკა, ფეტელი, კონკორდი, აბატი ფეტელი, გოლდენ დელიშესი.
   მსხალი: კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი.

    აღნიშნული ნერგების შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად. ერთი     ცალი ვაშლისა და მსხლის ნერგის საწყისი ღირებულება მერყეობს - 3-დან 4,50 ლარამდე.

    აუქციონზე მიმდინარე პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2jSdlNz

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
55%
 
35%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.