ყურძნისა და ხეხილის ნერგები მაღაზიაში ,,კალათა“

12.04.2017  
სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს მაღაზია „კალათა“ აგრძელებს ნერგების რეალიზაციას. აღნიშნული ნერგები წარმოადგენს საუკეთესო თანამედროვე ჯიშებს, ფიტოსანიტარულად  სუფთა, უვირუსო  ნამყენებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპაქტური ზრდით,  მსხმოიარობის ადრეული დაწყებითა და მაღალპროდუქტიულობით.
ამჟამად, სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“-ს მიერ წარმოებული ხეხილისა და ვაზის ნერგები:
 
1.ვაშლი - ბრაბერნი, რაიკა, სევეს ვაშლი, აჩაბეთურა;
2.მსხალი - აბატი  ფეტელი; 
3.საძირეები: ვაშლის ნერგი საძირე M9-გრანი სმიტი, ვაშლის ნერგი საძირე M9 პინოვა, ვაშლის ნერგი საძირე M9 -გალა ვენერა,საძირე M9 (ვაშლი);
4. ვაზის საძირეები: so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762  ბერლანდიერი რიპარია, richter100-ბერლანდიერი რუპესტრი,5C ბერლანდიერი რიპარია;     
5. ფილოქსერაგამძლე საძირე რქები;
6.სასუფრე: ალედო, ბლექ მეჯიქი, კარდინალი, დათიერი, ჰამბურგის მუსკატი, კრიმსონ სიდლესი, დონ მარიანო , რედ გლობი ;
7.საღვინე: ალექსანდროული, თეთრი მუსკატი, კამური შავი, მგალობლიშვილი, მუჯურეთული, მცვივანი, მწვანე კახური, ნაკაშიძის ჯანი, ოცხანური საფერე, რქ.ვარდისფერი, რქაწითელი თეთრი, სამარხი თეთრი, ცივჩხავერა, ციცქა, წითლანი, ჭუმუტა;
 
ნერგების ღირებულება მერყეობს 1 ცალი -  1,5 ლარიდან 4 ლარამდე.
რეალიზაცია ხორციელდება ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან - 5 საათამდე,  სოფელ ჯიღაურაში მდებარე „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“-ს მეურნეობის ტერიტორიაზე.
 
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2601 601.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
35%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.