მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
02 დეკემბერი 2013
მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

 

  • თანამდებობის დასახელება: მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
  • დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
  • კატეგორია: მონიტორინგი
  • განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 11/12/2013
  • სარგო: 1050 ლარი
  • ადგილების რაოდენობა: 5
  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
  • გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე

 

სამუშაოს აღწერა:

 

ა) სააგენტოში შემოსული, სააგენტოდან გასული და შიდა დოკუმენტაციის განხილვა;

ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის უფროსისთვის წინადადებების მომზადება;

გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი;

დ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის მიზნით, სამსახურის უფროსისთვის წინადადებების მომზადება;

 

მოთხოვნები

  • საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
  • სასურველი ასაკი: 21 წლიდან
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა

ა) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’.
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის #523 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანება ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს #310 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე;“

ვ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“.

 

მითითებული კომპიუტერული პროგრამები კარგად ცოდნა

·         Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook

სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა.

·         ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება):  ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
  • საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
  • საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი

დამატებითი მოთხოვნები

უმაღლესი განათლება

არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული;

ელექტრონული პროგრამის IC ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.


დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატების შერჩევის წესი:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2013 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან (მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით), განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

განაცხადი უნდა შეივსოს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის, ან ერთდროულად ერთზე მეტ თანამდებობაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge

გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.



გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
31%
 
9%
 
4%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.