მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
18 თებერვალი 2016
ვაკანსია სტრატეგიული განვითარების სამსახურის მონაცემთა ბაზების სრულყოფისა და ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
  • თანამდებობის დასახელება: სტრატეგიული განვითარების სამსახურის მონაცემთა ბაზების სრულყოფისა და ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
  • დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
  • კატეგორია: ანალიტიკა
  • განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 27/02/2016
  • სარგო: 1050 ლარი
  • ადგილების რაოდენობა: 1
  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
  • გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) კვარტლური ანგარიშის ფორმის შემუშავება;
ბ) კვარტლური ანგარიშის მომზადება და მონაცემების ანალიზი;
გ) წლიური ანგარიშის ფორმის შემუშავება;
დ) წლიური ანგარიშის მომზადება და მონაცემების ანალიზი;
ე) ანგარიშის მომზადება ვებგვერდ www.eauction.ge-ს მომხმარებლების შესახებ;
ვ) ქონების შესახებ გრაფიკული ანალიზის მომზადება;
ზ) ქონების შესახებ არსებული ინფორმაციის ზოგადი ანალიზის მომზადება;
 
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ბაკალავრი
მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება
 
დამატებითი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრი
  • მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სავალდებულოა ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
  • მითითებული კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook.
     
პროფესიული უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
ა) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’.
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანება ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს #310 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე;“
ვ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“.
   
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
 
 
 
 

დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატების შერჩევის წესი:
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2016 წლის 27 თებერვლის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა ასევე უნდა ატვირთოს:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი  უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
 
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
 
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
 
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
 
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
 
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
37%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.