მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
16 აგვისტო 2016
ვაკანსია იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: იურიდიული
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 25/08/2016
სარგო: 1050 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით,  სააგენტოს  სამართლებრივი აქტების,  სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების ან/და მათში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ პროექტების მომზადება;
ბ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიმართვის საფუძველზე, სამართლებრივი ხასიათის  რეკომენდაციების მომზადება;
დ) ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების პროექტების მომზადება;
ე) მესამე პირების მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) სამართლებრივი დავის არსებობისას, სააგენტოს წარმომადგენლობის განხორციელება საჯარო და  კერძო ორგანიზაციებისა და პირების წინაშე;
ზ) სააგენტოს ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
თ) მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;
ი) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა განცხადებებზე სამართლებრივად დასაბუთებული პასუხების პროექტების მომზადება.
 
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
შესაბამის სფეროში არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული. 
დამატებითი მოთხოვნები: 
სასურველია ელექტრონული პროგრამის IC ცოდნა.
 
პროფესიული უნარები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;       ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ზ) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ი) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #386 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართვეელოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ”;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ნ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’.
 
 
  
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-06-20
საკონტაქტო პირი: ნანა მახარაძე
 
დამატებითი ინფორმაცია
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2016 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
35%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.