მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
16 აგვისტო 2016
ვაკანსია დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: ქონების განკარგვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 25/08/2016
სარგო: 1050 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: სამტრედია
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) რეგიონული სამმართველოს სამოქმედო  ტერიტორიაზე  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, მიღების, საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარების, ტრანსპორტირებისა და რეგიონულ საწყობში განთავსების უზრუნველყოფა;
ბ) ქონების  ექსპერტიზისა და შეფასების პროცესების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, ქონების დასურათება;
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების იდენტიფიკაციაში მონაწილეობის მიღება;
დ) ქონების განთავსების ადგილზე რეალიზაციის გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში, რეალიზაციის ორგანიზების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) უსასყიდლოდ გადაცემული, რეალიზებული/პრივატიზებული ქონების  გადაცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღება და შესაბამის აქტებზე ხელმოწერის განხორციელება;
ვ) ინტერნეტ-აუქციონის ფორმით რეალიზებული ქონების მყიდველზე გადაცემის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტის (რეალიზაციის აქტი) ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის მოხსენებითი ბარათებისა და   წერილების მომზადება.
 
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული. 
დამატებითი მოთხოვნები: 
სასურველია ელექტრონული პროგრამის IC ცოდნა.
 
პროფესიული უნარები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’.
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ე) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“.
 
 
  
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-06-20
საკონტაქტო პირი: ნანა მახარაძე
 
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2016 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
55%
 
35%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.