მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
01 ივნისი 2017
ვაკანსია ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახურის ქონების მიღებისა და აღრიცხვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე
​თანამდებობის დასახელება: ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახურის ქონების მიღებისა და აღრიცხვის განყოფილების სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: ქონების განკარგვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10/06/2017
სარგო: 830 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული ქონების მიღებისა და იდენტიფიცირების განხორციელება (შესაბამის აქტზე ხელის მოწერით);
ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული ქონების დეტალური აღწერა, ადგილზე დათვალიერება და დასაწყობება;
გ) გარე პერიმეტრზე განთავსებული ქონების რეალიზაციის/პრივატიზების, აგრეთვე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ქონების შემძენისთვის/უსასყიდლოდ მიმღებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული ქონების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საწყობის თანამშრომლებზე ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირებზე  მიბარება;
ე) ქონების შესაბამისი შემფასებლისთვის/ექსპერტისთვის წარდგენა და მისი დასურათება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილების პროექტების მომზადებისა და  ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვის უზრუნველყოფა;
ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, მატერიალური სახით არსებული ფულადი თანხის მიღება (შესაბამის აქტზე ხელის მოწერით), კონვერტაცია და საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე შეტანა;
თ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ/განსაკარგავად გადაცემულ ქონებაზე მიღება-ჩაბარების აქტების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვა და ელექტრონულ პროგრამაში (ERP) დადგენილი წესით გატარება;
ი) რეალიზებული/პრივატიზებული და უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ელექტრონულ პროგრამაში (ERP) დადგენილი წესით ასახვა/ჩამოწერა;
კ) ქონების ადგილიდან რეალიზაციის/პრივატიზების თაობაზე  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ქონების რეალიზაციის/პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღება.
 
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook 
დამატებითი მოთხოვნები:
 
სასურველია ელექტრონული პროგრამის 1C ცოდნა.
 
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’;
 
 
  
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
37%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.