მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
01 ივნისი 2017
ვაკანსია ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: მომსახურება
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10/06/2017
სარგო: 750 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) სამუშაო საათებში სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი საჭიროებისამებრ გადაადგილების-ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
ბ) მისი მატერიალური პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის განხორციელება და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
 
 
მოთხოვნები:
მართვის მოწმობა: B კატეგორია
შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; 
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი. 
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
36%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.