მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
01 ივნისი 2017
ვაკანსია სტრატეგიული განვითარების სამსახურის ტექნოლოგიური განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
დანართი #2
თანამდებობის დასახელება: სტრატეგიული განვითარების სამსახურის ტექნოლოგიური განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10/06/2017
სარგო: 1050 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) www.eauction.ge სისტემის ფარგლებში ახალი პროდუქტების ტესტირების უზრუნველყოფა და დანერგვის ორგანიზება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის“ მიერ შემუშავებული, ვებგვერდის www.eauction.ge ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ტესტირების შედეგების ანალიზის განხორციელება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) ვებგვერდის www.eauction.ge სისტემის ფუნქციონირების და საგადახდო სისტემის მონიტორინგის განხორციელება, გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის“ მიწოდება;
დ) ვებგვერდის www.eauction.ge ფარგლებში მომხმარებლების მიერ გამოვლენილ ხარვეზებზე დაუყოვნებლივი რეაგირების განხორციელება და ხარვეზის გამოსწორება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან“ ერთად;
ე) პარტნიორი ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ვებგვერდზე www.eauction.ge რეგისტრირების, ანგარიშსწორების, მონაცემთა ცვლილებების და აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების გაცნობა და შესაბამისი პასუხების პროექტების მომზადება;
ზ) ტექნოლოგიური განვითარების განყოფილების სამოქმედო გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
 
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
 
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook, 1C. 
დამატებითი მოთხოვნები:
 
სასურველია კანდიდატს გააჩნდეს ვებ-გვერდის ადმინისტრირებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
 
 
 
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’;
 
 
  
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
54%
 
36%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.