მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
01 ივნისი 2017
ვაკანსია დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: ქონების განკარგვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10/06/2017
სარგო: 830 ლარი              
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, მიღების, საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარების, ტრანსპორტირებისა და რეგიონულ საწყობში განთავსების უზრუნველყოფა;
ბ) ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამის აქტებზე ხელმოწერა, ქონების დასურათების განხორციელება;
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების იდენტიფიკაციაში მონაწილეობის მიღება;
დ) ქონების განთავსების ადგილზე რეალიზაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქონების რეალიზაციის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) უსასყიდლოდ გადაცემულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ან/და განსაკარგავად გადაცემულ ქონებაზე გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვა და ელექტრონულ პროგრამაში (ERP) დადგენილი წესით გატარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მოხსენებითი ბარათებისა და წერილების მომზადება.
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook 
 
დამატებითი მოთხოვნები:
 
სასურველია ელექტრონული პროგრამის 1C ცოდნა. 
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’;
 

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი თანდართული ფოტოსურათით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
37%
 
6%
 
2%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.