მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
02 ნოემბერი 2017
ვაკანსია ქონების განკარგვის სამსახურის სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე
დანართი #1
თანამდებობის დასახელება: ქონების განკარგვის სამსახურის სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე (შრომითი ხელშეკრულებით)
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კონკურსის ტიპი: გამარტივებული
კატეგორია: გაყიდვები
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 14/11/2017
სარგო: 625 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. გორი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) მომხმარებლის მოთხოვნათა შესაბამისად, სავაჭრო ობიექტში განთავსებული საქონლის რეალიზაცია;
ბ) საქონლის რეალიზაცია განხორციელება სავაჭრო წესების დაცვით, სალარო–აპარატის საშუალებით;
გ) სამუშაო საათების განმავლობაში სავაჭრო ობიექტში განთავსებული საქონლის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე პასუხისმგებლობის აღება;
დ) შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტით დამსაქმებლის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის გადმობარება;
ე) ყოველი დღის ბოლოს რეალიზებული და არარეალიზებული საქონლის აღრიცხვის წარმოება დადგენილი წესით;
ვ) მაღაზიაში განთავსებული საქონლის დანაკლისის ან სხვაგვარი ზარალის (დაზიანების) შესახებ დამსაქმებელის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
ზ) მატერიალური პასუხისმგებლობის აღება მაღაზიაში განთავსებულ საქონელზე და იმ ზარალისათვის, თუ ასეთი გამოწვეული იქნება მისი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით;
თ) პასუხისმგებლობის აღება სალარო აპარატის მოხმარების წესების დაცვაზე და სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის შესაბამისობაზე სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან.

მოთხოვნები:

საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო 
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა. 
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის კარგად ცოდნა (მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
მითითებული კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა:  
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel. 
 
მოთხოვნები: 
 

სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“. 
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილიდამატებითი ინფორმაცია
 
დასაქმებულის სამუშაო დრო მაღაზიაში განისაზღვრება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 1000 საათიდან 1800 საათამდე, დასვენების დღე – კვირა და შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენების დღეები.
გამარტივებულ კონკურსში კანდიდატების შერჩევის წესი:
გამარტივებული კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
1. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
34%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.