მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
19 თებერვალი 2018
ვაკანსია იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კონკურსის ტიპი: ღია
კატეგორია: იურიდიული
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 02/03/2018
სარგო: 1000 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ქონების გადმობარების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტების მიხედვით, მოამზადოს მიმართვები საერთო სასამართლოებზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე;
ბ) მოამზადოს განმცხადებლებისათვის პასუხები სააგენტოს მიერ რეალიზებული/პრივატიზებული ქონების გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით;
გ) საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს სხვა დავალებები იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში.
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point 
დამატებითი მოთხოვნები:
 
სასურველია ელექტრონული პროგრამის 1C ცოდნა.
სასურველია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
 
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;       ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ზ) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ი) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #386 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართვეელოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ”;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ნ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მომდევნო გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
35%
 
7%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.