მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
19 თებერვალი 2018
ვაკანსია ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახურის სასაწყობე მეურნეობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: ქონების მიღების, აღრიცხვისა და შენახვის სამსახურის სასაწყობე მეურნეობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კონკურსის ტიპი: ღია
კატეგორია: ქონების განკარგვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 02/03/2018
სარგო: 1150 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) ქონების სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ მომზადებასა და დასურათებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ინტერნეტაუქციონზე გასატანი ან უსასყიდლოდ გადასაცემი ქონების სახეობების მიხედვით დახარისხება;
გ) რეალიზებული/პრივატიზებული ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საწყობიდან გაცემაში მონაწილეობის მიღება;
დ) ინტერნეტაუქციონის ფორმით გაყიდული ქონების საწყობში მომზადების, ვებგვერდზე www.eauction.ge გადახდებისა და გატანის ვადების გადამოწმების, ქონების გაცემის, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში და ელექტრონულ პროგრამაში (ERP) ატვირთვა/ქონების ჩამოწერის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული ქონების შესაბამისი შემფასებლისთვის/ექსპერტებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული ქონების სავაჭრო ობიექტებისთვის მომზადება და გადაცემა;
ზ) ინტერნეტაუქციონზე სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ გატანილი ქონების დათვალიერების შესაძლებლობის უზრუნველყოფა პოტენციური შემძენების მხრიდან; 
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point 
დამატებითი მოთხოვნები:
 
სასურველია ელექტრონული პროგრამის 1C ცოდნა.
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’;
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მომდევნო გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
52%
 
34%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.