მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
19 თებერვალი 2018
ვაკანსია სტრატეგიული განვითარების სამსახურის ტექნოლოგიური განვითარების განყოფილების IT სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: სტრატეგიული განვითარების სამსახურის ტექნოლოგიური განვითარების განყოფილების IT სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კონკურსის ტიპი: ღია
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 02/03/2018
სარგო: 2100 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) პროექტში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
ბ) პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი და/ან მომხმარებლების მიერ დასმული ამოცანების ანალიზი;
გ) ახალი პროგრამული ამოცანების ჩამოყალიბება და ტექნიკური დავალებების შედგენა;
დ) პროგრამისტისთვის კონკრეტული ამოცანების დასმა და მისი შესრულების გაკონტროლება;
ე) შესრულებული პროგრამული ამოცანების ტესტირება;
ვ) სისტემაში არსებული სხვა სისტემური და ტექნიკური ხარვეზების ანალიზი და აღმოფხვრა;
ზ) ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია პროექტის საქმიანობასთან.
 
მოთხოვნები:
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კუთხით პროფესიული დონის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
მითითებული კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა: 
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point, Microsoft Office Outlook, Microsoft SQL, 1C, VPN,   
 
დამატებითი მოთხოვნები:
 
უპირატესობა მიენიჭება პროგრამირების ენების მცოდნე პირებს.
 
კომპეტენციები:
 
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’;
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ე) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“.
 
  
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი
 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სერტიფიკატი.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მომდევნო გასაუბრების ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
34%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.