მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
05 მარტი 2018
ვაკანსია დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: დირექტორის მოადგილე
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კატეგორია: მართვა/მენეჯმენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 19/03/2018
სარგო: 4500 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე 
სამუშაოს აღწერა:
 
       ა) სააგენტოს მართვის სტრატეგიის/პოლიტიკის შემუშავებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკურატორო სფეროებს მიკუთვნებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლი;
გ) სხვადასხვა უწყების მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან საჭირო მასალების გამოთხოვის, შეკრების/სისტემატიზაცის უზრუნველყოფა და ცენტრალიზებული კოორდინატორის როლის შესრულება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სააგენტოს პოზიციას;
დ) სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული, სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული სხვა ფუნქციების შესრულება.


 
    მოთხოვნები
საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრი; 
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება; მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
 
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა. 
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სავალდებულოა ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი და მეტყველება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
მითითებული კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა:  
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point. 
 
მოთხოვნები 
 
სასურველია ელექტრონული პროგრამის IC ცოდნა;
;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’; 
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი 
დამატებითი ინფორმაცია
"საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი.
გამარტივებულ კონკურსში კანდიდატების შერჩევის წესი:
გამარტივებული კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
 
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ხელმძღვანელი, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
33%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.