მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
03 ივლისი 2018
ვაკანსია სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე

თანამდებობის დასახელება: სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კონკურსის ტიპი: ღია
კატეგორია: მართვა/მენეჯმენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 12/07/2018
სარგო: 3600 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) დაქვემდებარებული განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და შრომის შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ბ) ქონების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის პროცესებში არსებული რისკების გამოვლენა და იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მონიტორინგის განხორციელება;
გ) რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვა გეგმის შემუშავება და ამოქმედების უზრუნველყოფა; 
დ) ქონების მიღებისა და განკარგვის პროცესის შეფასებისა   და კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშავების უზრუნველყოფა;
ე) საწყობის მართვის სისტემაში არსებული პროცესების პერიოდული მონიტორინგი;
ვ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის შეკრების უზრუნველყოფა; 
ზ) რისკების მართვის განყოფილების ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და რეგიონული სამმართველოებიდან საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოითხოვის უზრუნველყოფა;
თ) რისკების სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება, რეკომენდაციების მომზადების და გატარების განხორციელება;
ი) სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის შემთხვევაში.
 
 
 
 
საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი; 
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა. 
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სავალდებულოა ერთ-ერთის კარგად ცოდნა (წერითი უნარი B2 და მეტყველება B2): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
მითითებული კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა:  
Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point. 
 
დამატებითი მოთხოვნები 
სასურველია ელექტრონული პროგრამის IC ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 
სამართლებრივი აქტების ცოდნა
ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’;
ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. 
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.77 05-08-30
საკონტაქტო პირი: ია გობეჯიშვილი 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მომდევნო გასაუბრების ეტაპზე.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
 


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
34%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.