მთავარი /  ტენდერები /ვაკანსიები
12 თებერვალი 2019
ვაკანსია ქონების განკარგვის სამსახურის სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
თანამდებობის დასახელება: ქონების განკარგვის სამსახურის სავაჭრო ობიექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კონკურსის ტიპი: ღია
კატეგორია: ქონების განკარგვა
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 22/02/2019
სარგო: 1200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: სამტრედია
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე
 
სამუშაოს აღწერა:
 
ა) სავაჭრო ობიექტების მეშვეობით სარეალიზაციო/საპრივატიზებო ქონების დათვალიერება, სავაჭრო ობიექტებში განთავსებული ქონების შერჩევა ფასდაკლების განხორციელების მიზნით;
ბ) ქონების დარეზერვება, ქონების გადაადგილების, გადაფასების დოკუმენტის შექმნა ელექტრონულ პროგრამაში 1C (ERP);
გ) სავაჭრო ობიექტების მეშვეობით ქონების რეალიზაციის/პრივატიზების შედეგების ამსახველი სტატისტიკის წარმოება; 
დ) საჭიროების შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტების მეშვეობით ქონების რეალიზაციის/პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის საბანკო დაწესებულებაში შეტანა;
ე) საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შედგენა;
ვ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, დადგენილი წესით ინვენტარიზაციის ჩატარება სავაჭრო ობიექტებში და ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა განყოფილების უფროსისთვის.
  • საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი.
 
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
 
  • მითითებული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 
 
  • Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Power Point, 1C.
 
  • მოთხოვნები:
 
ჩამოთვლილი უცხო ენებიდან სასურველია ერთ-ერთის ცოდნა: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
 
  • ;
    სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
    შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
    ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
    დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
 
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა
 
  • ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
  • ბ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 07 დეკემბრის #408 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ;
  • დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • ე) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილება ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’.
 
საკონტაქტო ინფორმაცია
  • საკონტაქტო მისამართი: თბილისი, გულუას ქ. #4
  • საკონტაქტო ტელეფონები: 2 601-601 (100), 5.51 11-60-70
  • საკონტაქტო პირი: მანანა ქებაძე
 
კანდიდატების შერჩევის წესი:


კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.hr.gov.ge’’-ის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატმა უნდა ატვირთოს  უმაღლესი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპების შედეგების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება განაცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მომდევნო გასაუბრების ეტაპზე.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.
საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.service.gov.ge
გასაუბრება ჩატარდება ქ. თბილისში, გულუას ქ. #4, გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.


გამოკითხვა სარგებლობთ თუ არა ელ.აუქციონით EAUCTION.GE
 
53%
 
33%
 
8%
 
3%
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.